15:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 15:22:43, 1670 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეები დაირგვება

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რუსთაველის გამზირზე ახალი ხე-მცენარეების დარგვას გეგმავს. პარლამენტისა და მაგთის შენობის წინ მდებარე თარგებში ჯამში 12 ძირი ჩვეულებრივი უთხოვარი, 22 ძირი წვრილფოთოლა ბზა კულტივარი და 9 ძირი ფოტინია კულტივარი დაირგვება. 

საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე უკვე დასრულდა ხეების სხვლა-ფორმირება, მოწესრიგდა არსებული მწვანე თარგები, გამოიწვალა 500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 124 ძირი ბეგონია, ტაგიტესი და იმპატიენსი, ასევე, ზოგიერთ მწვანე თარგში არსებული მცენარეები 50 ძირი მწვანე აუკუბათი და 20 ძირი ფოტოსპორუმით ჩანაცვლდა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics