|
2018-04-23 16:54:33, 1355 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგნელებმა სოფელ საგურამოში საინფორმაციო აქცია ჩაატარეს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგნელებმა სოფელ საგურამოში საინფორმაციო აქცია ჩაატარეს. საჯარო რეესტრის თანამშრომლები კარდაკარის პრინციპით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნეს და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. პროექტის მენეჯერის ელენე გრიგოლიას განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირება და მაქსიმალური ჩართულობა აუცილებელია პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. საგურამოს მცხოვრებთა შეფასებით, საინფორმაციო აქციის საშუალებით მათ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, საპილოტო პროექტი მოსახლეობისთვის სასარგებლოა და მათ საჭიროებებს პასუხობს. მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის ტექნიკური სამუშაოები წარმატებით დასრულდა კახეთის რეგიონის ოთხ სოფელში: ჯიმითში, მზისგულში, არხილოსკალოსა და არბოშიკში. ამჟამად მიწის აზომვითი სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოსა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სახლინოში მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)