|
2018-04-23 14:48:05, 1514 ნახვა
საზოგადოება
რიყის პარკში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე გაიმართა
რიყის პარკში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება თბილისის მერიის, ისნის რაიონის გამგეობისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, რიყის პარკში წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც ოცზე მეტი ქართველი გამომცემელი მონაწილეობს. გაიმართა შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან. წიგნების გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთობების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო. „კარგი ტრადიცია დამკვირდა თბილისში, ყოველ 23 აპრილს აღვნიშნავთ წიგნის საერთაშორისო დღეს. ყოველწლიურად იზრდება მონაწილე გამომცემელთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიო წიგნის ბაზარს ეტაპობრივად ვუერთდებით. დღეს რიყის პარკში წარმოდგენილი იყვნენ ქართველი დებიუტანტი ავტორები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ბევრი ახალი თაობის წარმომადგენელი იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ წიგნისადმი ინტერესი კიდევ უფრო იზრდება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის პერფომანსი და სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართება. დღის ბოლოს 18:00 საათზე, ღონისძიებას საზეიმოდ დაასრულებს თბილისის მერიის ბიგ-ბენდი. ღონისძიებას, ასევე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, წიგნის გამომცემელთა ასოციაციის ხელმძღვანელები და ქართველი მწერლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)