|
2018-04-20 20:12:14, 1886 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს გამოეხმაურა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროსთვის ბულინგის წინააღმდეგ ქმედითი და აქტიური ღონისძიებების გატარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები იმუშავებენ როგორც არასრულწლოვანებთანისე, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. მომხდარს დამატებით შეისწავლის სამინისტროს აუდიტის სამსახური. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ბულინგის წინააღმდეგ ქმედითი და აქტიური ღონისძიებების გატარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისასალმებელია, რომ საზოგადოება ასეთი პროცესების აქტიური მოკავშირეა, რადგან ბულინგისა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე სწორი რეაგირება, თითოელი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157 -ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოში ყველა პირი იდენტიფიცირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)