11:47 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 16:40:22, 1752 ნახვა

სამართალი
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენისას მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" განიხილეს. 

კომიტეტის წევრის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით,  კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შემადგენლობის განსაზღვრა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროპორციული სასჯელის დაწესება.

„ამით ხაზგასმულია სახელმწიფოს ნეგატიური და მკაცრი რეაქცია სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში. აუცილებელია ასევე იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება, რომელიც უშუალოდ ასრულებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანებას ან დავალებას სისტემური დანაშაულის დროს", - აღნიშნა მომხსენებელმა.

ანრი ოხანაშვილმა გამოხატა იმედი, რომ კანონპროექტს ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა.

„მინისტრთა კომიტეტს გაეგზავნება შესაბამისი შეტყობინება, რომ საქართველომ მოახდინა გირგვლიანის საქმეზე ერთგვარი საკანონმდებლო რეაქცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასახვა ჰპოვა სისტემური დანაშაულის მუხლებმა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics