11:49 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 16:07:12, 1514 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალება

„ჩვენ როგორც კი დავინიშნეთ სამინისტროში, მაშინვე  ერთმნიშვნელოვნად, ყველანაირი ფიქრის გარეშე გავეცით დაპირება, რომ სტატისტიკა იქნებოდა ღია. შესაბამისად, ამ სტატისტიკის ნახვა ყველასთვის არის შესაძლებელი“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არის გარკვეული დანაშაულები, სადაც ზრდა ფიქსირდება, თუმცა მისი თქმით, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო.

„არის  დანაშაულები, სადაც, ასევე, გვაქვს კლება. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ მძიმე დანაშაულების ნაწილში, ასე თუ ისე, ნორმალურად მივდივართ, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ მართლწესრიგი, ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა და სწორედ ამის გათვალისწინებით ტარდება სამინისტროში ის რეფორმები, რომლებიც,  პირველ რიგში, ეხება კრიმინალურ პოლიციას, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებას, საპატრულო პოლიციის გაძლიერებას და ა.შ. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ სტატისტიკა იქნება ყოველთვის ღია და ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, რომ არასოდეს არც ერთი დანაშაული არ დაიმალოს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics