|
2018-04-12 17:49:33, 1630 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო პარიზში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში იმყოფება, სადაც ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი ( EASL) მიმდინარეობს. კონგრესში მონაწილეობას მინისტრთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლები იღებენ. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგებისა და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი დეცენტრალიზაციის შესახებ სიმპიზიუმზე მოხსენებით მინისტრი დავით სერგეენკო გამოვიდა. „მოხარული ვარ, რომ ვესწრები ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას და მაქვს შესაძლებლობა, გაგიზიაროთ საქართველოში მიმდინარე პროგრამიდან დაგროვილი გამოცდილება და შეხედულებები, თუ როგორ უნდა ვმართოთ არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ისეთ ამბიციურ მიზანს, როგორიც C ჰეპატიტის ელიმინაციაა. ჩვენ უკვე მეხუთედ ვხვდებით ამ კონგრესზე, მახსოვს პირველი შეხვედრდა 2014 წელს, როდესაც ჯერ მხოლოდ განვიხილავდით პროგრამის პირველად მონახაზს. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ ამ ამბიციური მიზნების განხორციელების. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ფარმაცევტულ კომპანია „გილეადს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. გუშინ კი კონგრესის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მთლიანად საქართველოს მიეძღვნა. ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინა საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის შედეგები. აღინიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მიაღწია. პროგრამამ საერთაშორისო ექსპერტებისა და პარტნიორების მხრიდან მორიგი პოზიტიური შეფასება მიიღო.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)