08:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 17:46:45, 1284 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ახალი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ განხორციელება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (DANIDA), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ახალი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ განხორციელება დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 4,110,000 აშშ დოლარს შეადგენს. (10,000,000 ლარი)

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების  მხარდაჭერის პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობა სურთ. პროგრამის მიზანია, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით, ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა.

პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა დღეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ახალგაზრდა მეწარმეებს ახალი პროექტი გააცნო. პრეზენტაციის შემდგომა გაიმართა დისკუსია კითხვა პასუხის რეჟიმში.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში,  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს დაუფინანსებს პროექტის ღირებულების 40%-ს, მაგრამ  არაუმეტეს 60,000 ლარისა; დარჩენილი 60% ბენეფიციარის თანამონაწილეობაა. თანამონაწილეობის თანხა, შესაძლებელია, მოძიებული იქნას როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი).

პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებების დაფინანსებას. არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესსაქმიანობის წილი მთლიან დაფინანსების პორტფელში 20%-ს არ აღემატება.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო მიმართულება გარდა, იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვასვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით.

სააგენტოში განაცხადების და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად, ვებგვერდების www.apma.ge და www.danida.apma.ge მეშვეობით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics