08:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 20:26:30, 1514 ნახვა

საზოგადოება
მაია ბითაძემ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გამართულ შეხვედრაზე თბილისის მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა

დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მერის მოადგილემ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მუნიციპალიტეტის როლზე და ამ მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მაია ბითაძის თქმით, მდგრადი განვითარების მიზნებთან სრულ შესაბამისობაშია დედაქალაქის პოლიტიკის ყველა დოკუმენტი.

„ამ პროცესში გადამწყვეტი ადგილი უჭირავს მდგრად ურბანულ განვითარებას, დედაქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, განათლების, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას, გარემოს დაცვას. ყოველივე ეს შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების იმ 17 მიზანთან, რომელიც გაეროს მიერ დამტკიცდა 2015 წელს. ამ მიზნებთან ასევე თანხვედრაშია მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგია, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. აღნიშნულ სტრატეგიას თბილისის მერია ეტაპობრივად განახორციელებს და დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სწორი ურბანული განვითარება, სერვისების გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესება, ჰაერის დაბინძურების პრევენცია, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურული ინოვაციების დანერგვა“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების საჯარო უწყებების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics