08:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 11:01:43, 1376 ნახვა

საზოგადოება
გალში ფაროსანასთან ბრძოლა „აქტიურდება“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დე-ფაქტო ადმინისტრაციამ,  გალში და მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამვლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია დაიწყო.

მათივე ცნობით, პრეპარატი საშიშია ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამიტომ, აფხაზეთის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, ფაროსანასთან საბრძოლველად  მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატი საცხოვრებელ ადგილებში არ გამოიყენონ:

„ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს ადამიანის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ზემოქმედებისა და მავნე ზეგავლენის საკითხი. როგორც ისინი ამტკიცებენ, პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამასთან საგულისხმოა, რომ არ არსებობს მისი ანტიდოტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ დაუშვან საცხოვრებელ ადგილებში მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატის გამოყენება. მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცესა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში, ხოლო საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკური სადეზინფექციო საშუალებები-სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები”,-განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics