|
2018-04-06 19:31:48, 1441 ნახვა
საზოგადოება
ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა
მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისში „აუდიტორია 115“-ის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი მეშახტეების პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. მათი მთავარი მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების წესების გამკაცრებაა. როგორც ისინი აცხადებენ, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება და ეს სტატისტიკა შემზარავია. „ეს არის დაუღალავი ბრძოლისა და წინააღმდეგობის დღე. არ წავალთ კომპრომისზე. პოლიტიკურ ელიტას უნდა გავაგებინოთ, რომ ასე აღარ გაგრძელდება. მათ ჩვენი უნდა ეშინოდეთ და ასევე უნდა ეშინოდეთ იმ მეშახტეების, რომლებიც ხმას ამოიღებენ. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება და ეს სტატისტიკა შემზარავია. ეკონომიკური ელიტა გამოდის ცრემლებით სავსე თვალებით, შეწუხებული სახეებით და ამბობს, რომ აუცილებლად დამნაშავეები დაისჯებიან, თუმცა დასჯილ დამნაშავეებს ჩვენ ვერ ვხედავთ“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. აქციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. გზის გადაკეტვის მცდელობის გამო, პოლიციამ 5 პირი დააკავა. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, აქციებს პერმანენტულად გამართავენ. „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ლორთქიფანიძემ მორიგი აქცია 11 აპრილს დააანონსა. „მთავრობა შეეცადა, რომ ჩვენი ყურადღება დღეს გაეფანტათ, სწორედ ამიტომ მოხდა ჩვენი 5 წევრის დაკავება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს აქცია დავასრულოთ მშვიდობიანად სანთლების და ყვავილების ფონზე“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ. სოლიდარობის აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, გუშინ, გამთენიისას, ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის N1 უბანში, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)