04:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 12:51:49, 1431 ნახვა

საზოგადოება
„ELSA“-ს სტუდენტების პრაქტიკა სანოტარო სამართალში იწყება

 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პრაქტიკის გავლის მსურველთა შერჩევას იწყებს.

პროფესიული ტესტირება ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულებმა უკვე გაიარეს.

საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები სანოტარო ბიუროებში გადანაწილდებიან და ნოტარიუსის საქმიანობის პრაქტიკულ ნაწილს გაეცნობიან.

ნოტარიუსთა პალატის სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობის მიზანი მათთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული საქმიანობის არჩევაში დაეხმარებათ. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.

 მემორანდუმი „ELSA“-სა და ნოტარიუსთა პალატას შორის მარტში გაფორმდა. დოკუმენტი სტუდენტებისათვის სალექციო და პრაქტიკულ კურსს ითვალისწინებს.

სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად მართავენ საჯარო ლექციებს, აწყობენ შეხვედრებს სტუდენტებთან, ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას. პროექტის - „პროფესია ნოტარიუსის“ ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები უკვე შეხვდნენ ახალგაზრდა იურისტებს „მაცნეს კლუბში“, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბათუმის, თელავისა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულებისათვის პალატაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ნოტარიუსების პროფესიულ ზრდაზეა ორიენტირებული. ასევე, მოქმედებს სტაჟირების კურსები ნოტარიუსთა თანაშემწეთათვის. ინტენსიური თეორიული სწავლებისა და სანოტარო ბიუროებში პრაქტიკის შემდეგ, წარმატებული თანაშემწის კანდიდატები სანოტარო ბიუროებში საქმდებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics