03:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 16:07:21, 1345 ნახვა

საზოგადოება
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საჩუქრად ახალი მამოგრაფი გადასცა

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ეროვნულ  სკრინინგ ცენტრს ეწვივნენ და ცენტრისთვის საჩუქრად გადაცემული თანამედროვე ციფრული მამოგრაფის მუშაობას გაეცნენ.  

Siemens-ის ფირმის ახალი მამოგრაფი ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საჩუქრად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ( IAEA) გადასცა. ტექნიკის გადმოცემასთან ერთად, სააგენტომ Siemens-ის სპეციალისტების დახმარებით უზრუნველყო ეროვნულ სკრინინგ ცენტრში რადიოლოგებისა და მამოგრაფერების გადამზადება. 

ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელია. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის გამოკვლევები სრულად ფინანსდება. 

უფასო გამოკვლევები მოიცავს:

  •  ძუძუს კიბოს სკრინინგს ქალებისთვის 40-დან 70 წლის ჩათვლით; 
  •  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს ქალებისთვის 25-დან 60 წლის ჩათვლით; 
  • პროსტატის კიბოს სკრინინგს მამაკაცებისთვის 50-დან 70 წლის ჩათვლით; 
  • კოლორექტული კიბოს სკრინინგს განურჩევლად სქესისა 50-დან 70 წლის ჩათვლით;
  •  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოკვლევას ქალებისთვის 25-დან 70 წლის ჩათვლით.

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის განცხადებით, ძუძუს კიბოს სკრინინგის ფარგლებში ტარდება მამოგრაფიული გამოკვლევა ორ პროექციაში (ორი რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით), მამოლოგის მიერ გასინჯვა, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგიური კვლევა.

„თბილისის მერია რამდენიმე წელია ახორციელებს ნაადრევ ეტაპზე დაავადებათა კონტროლს და ყველა ადამიანს, ვინც თბილისშია რეგისტრირებული, უფასოდ შეუძლია ჩაიტარონ გამოკვლევები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების ნაადრევ ეტაპზე გამოვლენა მისი დამარცხების წინაპირობაა“, - აღნიშნა სოფო ხუნწარიამ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics