|
2018-04-03 15:28:49, 1453 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ შსს-ს 5 ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული ეფექტიანი გამოძიების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი - ნ.ჯ., გ.ა., ა.ც., მ.მ., და ბ.ღ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 2012 წლის 09 ოქტომბერს და 18 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, მომჩივანთა მიმართ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) არსებითი დარღვევა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილ ფაქტად მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მომჩივანთა დაკავებისას ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რის საფუძველზეც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე. მითითებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე და შესაბამისად გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ოქტომბერს ქ.თბილისში, ვ.დოლიძის ქუჩის მიმდებარედ, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.ჯ.-მ და გ.ა.-მ გადამოწმების მიზნით შეაჩერეს დაზარალებული და მისი მეგობრები. შემოწმების პროცესში სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც პატრულ-ინსპექტორებმა გადაამეტეს თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს. ეს უკანასკნელი წააქციეს მიწაზე და ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სახისა და ტანის არეში. მათი ქმედებები არ იყო მიმართული დაზარალებულის დაკავებისკენ და აშკარად სცილდებოდა დაკავებისას გამოსაყენებელი პროპორციული ძალის ფარგლებს. ადგილზე გამოძახებულმა დამხმარე საპატრულო ეკიპაჟმა დაკავებული ორი პირი - გ.მ. და დ.ბ. გადაიყვანეს ქ.თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი ა.ც. და ადგილზე მყოფი შს სამინისტროს სხვა თანამშრომლები ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. დაკავებისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში ცემის შედეგად, გ.მ.-მ და დ.ბ.-მ მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. რაც შეეხება „დვალიშვილის საქმეს“, საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წლის 27 დეკემბერს, წყალტუბოს შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ქ. წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე ეჭვმიტანილის სახით დაკავებული იქნა რ.დ., რომელიც გადაყვანილი იქნა წყალტუბოს შს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. ნაცვლად იმისა, რომ მასთან ჩატარებულიყო კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, წყალტუბოს შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი ბ.ღ. და ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მ.მ. მას გაუსწორდნენ ფიზიკურად. კერძოდ, თავის, სახის, ხელებისა და ფეხების არეში სცემდნენ და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულის შედეგად, რ.დ.-მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. განხორციელებული ძალადობის გამო, დაზარალებული იძულებული გახდა წლების განმავლობაში ჩაეტარებინა სხვადასხვა სარეაბილიტაციო მკურნალობა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით. შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს უკვე წარედგინათ ბრალდება და საგამოძიებო უწყება მიმართავს სასამართლოს მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. ზემოხსენებულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით. საქართველოს პროკურატურა პრიორიტეტულად აგრძელებს გამოძიებას ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით საქართველოს მხარეს აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება. აღნიშნულ პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იძიებს 27 სისხლის სამართლის საქმეს. ყველა აღნიშნული დანაშაული ჩადენილია 2012 წლამდე პერიოდში. ჩატარებული ეფექტიანი გამოძიების შედეგად, 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ 5 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. გარდა ამისა, ყველა საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა დასრულების შემდეგ პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)