02:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 15:07:44, 1866 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა   წარუდგინა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, წლების განმავლობაში, საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში თუ სხვა წარმომადგენლობით ორგანოებში ეროვნული უმცირესობების კანდიდატის ყოფნის საჭიროებასთან დაკავშრებით რეკომენდაციას გასცემდა 

ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ეროვნული უმცირესობების  ინტეგრაციის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივის ბორდის წევრად პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა.

17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც  დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. 

დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics