02:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 11:41:16, 1631 ნახვა

საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2018“ დაიწყო

„მოყვარულთა თასის“ 2018 წლის სეზონის მუნიციპალურმა ეტაპმა მარტვილის საფეხბურთო სკოლის მოედანზე 31 მარტს, 17:00 საათზე აიღო სტარტი.

სეზონის გახსნით ცერემონიალს  „საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის“ პრეზიდენტი, წარმომადგენლები და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

2018 წლის სეზონის გახსნით შეხვედრაში „მოყვარულთა თასი 2017“-ის გამარჯვებული ფოთის „ჭაბონამა“ სამოყვარულო საფეხბურთო გუნდ ფოთის „კოლხიდა“-ს დაუპირისპირდა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა დამაჯერებელად იასპარეზა და მოწინააღმდეგე იოლად დაამარცხა, ანგარიშით 4:0.

„მოყვარულთა თასის“ 2018 წლის სეზონის გათამაშებაში 49 მუნიციპალიტეტის 400 - მდე გუნდი და 10 000 მოყვარულ ფეხბურთელზე მეტი იღებს მონაწილეობას.

„მოყვარულთა თასი 2018“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics