01:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 19:02:37, 2744 ნახვა

საზოგადოება
ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ, ინსპექტირება 3 964-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ვერ გაიარა

ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე 15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოწმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, 3 964-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა, მათგან 25-ს კი, მოძრაობა აეკრძალა.

"2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 19 მარტამდე ინსპექტირება გაიარა  სულ 15 341 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ (სატვირთო 3,5 ტონის ზემოთ და სამგზავრო 8 ადგილის ზემოთ). აქედან, ვარგისად იქნა ცნობილი 11 352 ავტოსატრანსპორტო საშუალება. ხოლო 3 964 დახარვეზდა და მიეცა ერთთვიანი ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად. 25 ავტოსატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობა.

გატარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან  ავტობუსი იყო  6450 ერთეული. მათგან დახარვეზდა  1688 ასს (მიეცათ ერთთვიანი ვადა). რაც შეეხება მიკროავტობუსებს, სულ ინსპექტირება გაიარა 159 ასს-მ და მათგან დახარვეზდა 90 ასს (მიეცათ ერთთვიანი ვადა). ასევე, სულ ინსპექტირება გაიარა 1635 სატვირთომ, რომელთაგანაც დახარვეზდა 522 ასს. (მიეცათ ერთთვიანი ვადა)", - ნათქვამია ეკონომის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics