|
2018-03-27 14:30:44, 1458 ნახვა
საზოგადოება
პატარა მარიამს ნინო წილოსანი 3000 ლარს გადაურიცხავს - იყავი შემდეგი, გადავარჩინოთ სიცოცხლე!
პატარა მარიამ გეგუჩაძეს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული ოპერაცია ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი 3000 ლარს გადაურიცხავს. ამის შესახებ "გურია ნიუსს" ნინო წილოსანმა პირადად აცნობა. მარიამს უკვე დაეხმარა ჩვენი გამოცემის ერთგული მკითხველი გია ცეცხლაძე. მარიამის დასახმარებლად 500 ლარს გადარიცხავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც პატარა გოგონა ცხოვრობს. სამტრედიის მერის, ვალერი ფოცხვერიას თქმით, ეს თანხა ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამიდან გადაირიცხება. მარიამის დასახმარებლად თანხები შეგროვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში. შეგახსენებთ, რომ მარიამი სამი წლის და ოთხი თვისაა. მას მძიმე დიაგნოზი აქვს, მაგრამ დროულად გაკეთებული ოპერაციამარიამის სიცოცხლეს იხსნის, რომელიც მას აჯიბადემის საავადმყოფოში, სტამბულში უნდა გაუკეთდეს. თურქმა ექიმებმა მარიამს სპეციალური ფასდაკლება გაუკეთეს, მაგრამ დრო გადის და მარიამის ოჯახისთვის 25 000 დოლარის შოვნა მიუღწეველია! სულ ათი დღე გვაქვს, რომ ყველამ ერთად, არ დავიზაროთ და თუნდაც თითო ლარი გადავრიცხოთ მარიამის ანგარიშზე და გადავარჩინოთ! სალარე ანგარიში: "საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი: BAGAGE22;მიმღების ანგარიშის ნომერი: GE98BG0000000323288600; თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:TBCBGE22;მიმღების ანგარიში:GE08TB7649145061100003, მიმღების დასახელება: გეგუჩაძე გალაქტიონ (მარიამი).
(NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)