|
2018-03-27 13:25:40, 1282 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე მეწარმე ქალთა მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოველწლიურ კონფერენციას - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდისა და რეფორმების შემუშავებაში“ დაესწრო. კონფერენცია ქალთა გაძლიერების კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ევროკავშირის EU4Business-ის ინიციატივით, წელს მეოთხედ გაიმართა. თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში ქალების როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ყველა ვაცნობიერებთ, რომ დღევანდელი რეალობა იდეალური არ არის და ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. დღეს უკვე ღიად ვსაუბრობთ ქალების ქმედით მონაწილეობაზე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, ქალების მონაწილეობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რაც მთავარია, ქალების დაცულობაზე შევიწროებისგან და ძალადობისგან. სწორი მიდგომებით, პროგრესული იდეებით, ერთმანეთის ხელშეწყობით, მოვახერხებთ იმ იდეალური სახელმწიფოს შექმნას, სადაც თანასწორი უფლებები იქნება; სადაც ხელშეწყობილი იქნება ქალების ჩართულობა კერძო თუ საჯარო საქმიანობაში და სადაც ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზება მათი უნარების, ცოდნისა და თვისებების გამო მოხდება და არა სქესობრივი კუთვნილების მიხედვით“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, წარმატებულ, აქტიურ ქალებს თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ. „მინდა ვიხილო ძალიან ბევრი ქალბატონი ბიზნესსა და პოლიტიკაში. თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახში და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება. მათ მხრებზე გადაიარა ქვეყნის ძნელბედობის წლებმა, და მათი ხელით იქნება ქვეყნის წარმატებული მომავალიც. მინდა წარმატებები გისურვოთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი იყოს რეალიზებული სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)