|
2018-03-26 12:43:15, 1455 ნახვა
საზოგადოება
„მამუკა ბერძენიშვილი სახელმწიფოს ფაშისტური პოლიტიკის მსხვერპლია“ - აქცია საზმაუსთან
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია-ბრიფინგი გამართეს. აქციის მონაწილეებმა საზმაუს მონტაჟის ყოფილი რეჟისორის მამუკა ბერძენიშვილისთვის MDMA-ის პირადი მოხმარების გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა გააპროტესტეს. როგორც მედია ორგანიზაციები აცხადებენ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. ამასთან, აქციის ორგანიზატორები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებენ, მამუკა ბერძენიშვილი შეიწყალოს. "გასული წლის 29 ივნისს ჩვენი კოლეგა, პირველი არხის მონტაჟის ყოფილი რეჟისორი მამუკა ბერძენიშვილი 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის, ე.წ. MDMA-ის პირადი მოხმარებისთვის, შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებიდან 9 თვის შემდეგ 2018 წლის 21 მარტს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიგვაჩნია, რომ ნარკოპოლიტიკა და შესაბამისი კანონები სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს. იმის ფონზე რომ ადამიანები გაუპატიურებისთვის ციხეში 6-დან 8 წლამდე მიდიან, წამებისთვის 7-დან 10 წლამდე, მკვლელობისთვის 7-დან 15 წლამდე, ხოლო ნარკოტიკების გავრცელებისთვის შეიძლება 6 წლით დაისაჯონ, მცირე ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის ან პირადი მოხმარებისთვის 8 წლით პატიმრობის შეფარდება სახელმწიფოს მხრიდან არაადეკვატური და არაადამიანური ნაბიჯია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია კანონში დოზირებების განსაზღვრა, რათა ნარკოტიკის ნებისმიერი დოზა განსაკუთრებულად დიდ ოდენობათ არ ითვლებოდეს. ასევე მიგვაჩნია, რომ მოხმარებისთვის ადამიანებია ციხეში არ უნდა მიდიოდნენ, ხოლო პრობლემურ მომხმარებლებთან მიმართებაში სახელმწიფოს პოლიტიკა არა რეპრესიული არამედ ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს. სამწუხაროდ კანონებში ცვლილებების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება და ადეკვატური კანონმდებლობის შემუშავება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება. ამასობაში ათასობით ოჯახი უსამართლოდ უბედურდება. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ბუნდოვანია მოხდება თუ არა რაიმე ცვლილება ამ მიმართლებით. მამუკა ბერძენიშვილი არის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური პოლიტიკის მორიგი მსხვერპლი. მასთან ერთად ნარკოტიკის მოხმარებისთვის 2000-ზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს. ვადასტურებთ, რომ მამუკა ბერძენიშვილი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი, ძალიან უკომფლიქტო, დადებითი პიროვნება და მისი ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის. ის არც ერთი ადამიანისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. პარლამენტისგან მოვითხოვთ კანონში დაუყოვნებლივ ცვლილებებს და ვთხოვთ პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას, რათა ის დაუბრუნდეს პჯახსა და მეგობრებს", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა გამართულ აქცია-ბრიფინგზე.
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)