23:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 18:46:46, 1760 ნახვა

საზოგადოება
გლდანის 6-ე მიკრორაიონში 13 000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა

გლდანის რაიონში, 6-ე მიკრორაიონში 13000 კვ მეტრ ტერიტორიაზე პარკი  მოეწყობა.

დღეს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. დედაქალაქის მერის  თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი მზად არის და სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

“ახლა ვიმყოფებით გლდანში, მეექვსე მიკრორაიონში. აქ ადრე იყო პარკი, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ გაუბედურებულია. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქ ვიმყოფებოდი, შევხვდი მოსახლეობას და პირობა მივეცი, რომ აქ გავაშენებდით ერთ-ერთ საუკეთესო პარკს. როგორც დაპირება იყო, ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. პროექტი მზად არის. მცირე ცვლილებები იქნება საჭირო, რომ დიზაინი უფრო დახვეწილი იყოს. გამოვაცხადწბთ ტენდერს და გაზაფხულიდან დავიწყებთ სამუშაოებს. გლდანს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული პარკი ექნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე  გლდანის რაიონის გამგებელი, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics