|
2018-03-24 15:32:40, 1479 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია: ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან
„დარწმუნებული ვარ დამნაშავე დაისჯება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. „არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და ამავე დროს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ჩვენს ერის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ ტატუნაშვილების ოჯახის ტრაგედია, ისევე როგორც თავის დროზე არ იყო მხოლოდ ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია. ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა აღდგება და გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან. მჯერა, რომ ჩვენი ერი დაირაზმება, ამ ტკივილსაც გადაიტანს და კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისაკენ სვლას. მინდა დავიჯერო, რომ ტატუნაშვილი იყო ბოლო მსხვერპლი ამ ძალიან რთულ და ფაქიზ გზაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)