|
2018-03-23 14:58:18, 1554 ნახვა
საზოგადოება
Goût de France ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტრუმრობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ალენ დუკასის ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში Goût de France მიიღო მონაწილეობა. ეს არის უნიკალური მსოფლიო ღონისძიება, რომელსაც წელს ქართული რესტორნებიც შეუერთდნენ. „ბორდოს რეგიონში თქვენი ქვეყნისადმი ინტერესი გაორმაგებულია. საფრანგეთის საელჩოს სურვილია, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. ღონისძიების Goût de France ფარგლებში, მსოფლიო შეფმზარეულები 5 კონტინენტის 150-ზე მეტ ქვეყანაში მოქალაქეებს „ფრანგულ სტილში“ მენიუს სთავაზობენ. მასში 3 000-ზე მეტი რესტორანი მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს, ღვინის კულტურის მიმართულებით ბევრი საერთო აქვს. „საქართველოს და საფრანგეთს ბევრი საერთო გვაქვს ღვინის კულტურის მიმართულებით. განსაკუთრებით, ბოლო წლებში. 2017 წელს მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება გაიცვალა საქართველოსა და საფრანგეთის ქალაქ ბორდოს შორის. ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin, ჩვენი ქვეყანა 4 თვის განმავლობაში გამოფენით „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა სამანიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)