|
2018-03-22 19:28:13, 1516 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტის ჯილდოს მიღება მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართველ პოეტს, დავით მაღრაძეს იტალიის პრეზიდენტის ჯილდოს - „სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენის კავალერის“ წოდების მიღება მიულოცა. ჯილდო დავით მაღრაძეს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გადასცა. „ძალიან სასიამოვნოა, როცა ადამიანი თავისი შრომით და რთული მუშაობით აღწევს წარმატებებს. იტალია ჩემთვის მეორე სახლია და მე კარგად ვიცი, თუ რამდენად უყვართ მათ ქართველები და პატივს სცემენ ჩვენს მრავალფეროვან კულტურას. ვულოცავ ბატონ დავითს ამ საპატიო ჯილდოს და წარმატებას ვუსურვებ. დავით მაღრაძე არის ჩვენთვის პატივსაცემი ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედებით და ღვაწლით ყოველთვის იდგა იქ, სადაც ეს ქვეყანას სჭირდებოდა“ - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებას ქართველი მწერლები და პოეტები, ხელოვნების წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)