|
2018-03-22 13:48:38, 1366 ნახვა
საზოგადოება
ორსანტიასა და ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრებში ინგლისური ენის კონკურსის ფინალი გაიმართა
პროექტის “ინგლისური ენა საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის” ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭომ იუსტიციის სამინისტროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით ინგლისური ენის 6 კლუბი გახსნა საქართველოს რეგიონებში: ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, წალკის, ვალესა და კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში. ინგლისური ენის კლუბი 1 500 – ზე მეტმა ბავშვმა გაიარა. 6 საზოგადოებრივი ცენტრი სხვადასხვა ნიშნით შეირჩა: ორსანტია ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, კაბალი და წალკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონები, დიდი ჯიხაიში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილია, ვალე სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, ჩაქვი კი ტურისტულად აქტიური რაიონია. კონკურსის ფინალური ეტაპები 19 – დან 24 მარტამდე ჩატარდება, სადაც თითოეულ ცენტრში ათ-ათი საუკეთესო კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. ბრიტანეთის საბჭოს წევრები ფინალისტებიდან კონკურსის წესით საუკეთესო კონკურსანტებს გამოავლენენ. პირველ ადგილზე გასული ბავშვი მასწავლებელთან ერთად დაჯილდოვდება ნოუთბუქით და მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილზე გასული სკოლის მოსწავლეები კი პლანშეტებით. ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინგლისური ენის კლუბების ორგანიზებისათვის საზოგადოებრივი ცენტრები მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობებისგამო შეირჩა. უმეტეს სოფლებსა და რაიონებში ცენტრები ყველაზე თანამედროვე შენობებია, რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით. მათი მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. იუსტიციის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ სერვისების გარდა, ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას საგანმანათლებლო პროგრამებსაც სთავაზობენ. საზოგადოებრივმა ცენტრებმა უკვე უმასპინძლეს ტრენინგებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, აგრეთვე, ქართული ენის შემსწავლელ კურსებს ეთნიკურად არა ქართველი მოსახლეობისათვის; ინგლისური ენის კლუბების შექნის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს უცხოური არასამეწარმეო იურიდიულიპირის − „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორმა ზაზა ფურცელაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)