|
2018-03-22 11:10:30, 1439 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებისგან დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, დაწყებულია კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. „აღნიშნული სამუშაოებისთვის დაახლოებით 8,5 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული წლევანდელ ბიუჯეტში. სავარაუდოდ, 2 მილიონი ლარის ინვესტიციას GWP განახორციელებს, რადგან სრულად შეიცვლება საკომუნიკაციო ქსელი. სამუშაოების დასრულება სექტემბერი-ოქტომბრისთვის იგეგმება. გარდა ამისა, მეორე ეტაპისთვის დაგეგმილი გვაქვს ცენტრალური ზოლის შეკეთება“, - განაცხადა მერის მოადგილემ. თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს კახეთის გზატკეცილის კეთილმოწყობა დაავალა. კახა კალაძის თქმით, საჭიროა განახლდეს გზაგამყოფები და ბორდიურები, მოეწყოს განათება და ტერიტორია გამწვანდეს. მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბარათაშვილის აღმართის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც. „აშკარად ეტყობა, რომ ამ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა სერიოზული პრობლემაა. უნდა განხორციელდეს სრული რეაბილიტაცია და რაც შეიძლება სწრაფად. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციები, თუ რაიმეა შესაცვლელი, შეგიძლიათ GWP-ისთან გაიაროთ და ეს პროექტი იქნას განხორციელებული. ასევე, განათებები, ბორდიური - რაც კი გასაკეთებელია, ძალიან მაღალი ხარისხით უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)