|
2018-03-22 10:49:07, 1418 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო ენის დეპარტამენტი აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგების მიზნით ბიზნესის წარმომადგენლებს კონსულტაციებს სთავაზობს. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, განსაკუთრებით კი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც კონსულტაცია დასჭირდებათ, შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და რეკომენდაციები მიიღონ. როგორც ცნობილია, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენებისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, დედაქალაქში აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება. მერის განცხადებით, დედაქალაქის იერსახე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და სახელმწიფო ენას ყველამ პატივი უნდა სცეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)