|
2018-03-21 15:13:10, 1598 ნახვა
საზოგადოება
„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუხათწყაროს გზაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მუხათწყაროს გზაზე ხეების ჭრასთან დაკავშირებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხეები ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას უშლის ხელს, რაც შეიძლება, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. „სოფელ მუხათწყაროს გზაზე, 220 კვ. ეგხ-ის „კოდა 1,2“-ის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს სპეციალურ ჭრებს. სამუშაოები ხორციელდება მთავრობის №366-ე დადგენილების საფუძველზე ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. ხეები ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. სპეციალური ჭრები უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, თბილისის მერიის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიებზე, აღნიშნული უწყებების ნებართვების საფუძველზე. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ სამუშაოების განხორციელების პროცესში თვითნებურად მოჭრა ხეები იმ ტერიტორიაზე, რომელიც შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაფარვის ზონაში, სადაც ხე-მცენარეების ჭრა უნდა განხორციელებულიყო მოგვიანებით, ნებართვის მიღების შემდეგ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამრღვევის მიმართ შესაბამისი ზედამხედველი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება სათანადო პროცედურები. ამჟამად, სპეციალური ჭრები მიმდინარეობს თბილისის მერიის დაფარვის ზონაში არსებულ ტერიტორიაზე, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ნებართვა. სპეციალური ჭრები ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარე ზრდის კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ხე-მცენარესა და ელექტროგადამცემ ხაზს შორის ფიქსირდება კრიტიკული ზღვარი, ხორციელდება კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)