|
2018-03-21 14:27:26, 1610 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებ მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ მუსლიმებს რელიგიური დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს. „მინდა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მივულოცო ჩვენ მუსლიმ ძმებს, ჩვენ თანაქალაქელებს. თბილისი სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების მართლაც საუკეთესო მაგალითია. ჩვენ ჭირშიც, ლხინშიც, საუკუნეებია ერთად მოვდივართ. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო დღევანდელი დღესასწაული - ახალი წლის, გაზაფხულის შემობრძანება ჩვენს მუსლიმ ძმებს და მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებაზე დედაქალაქის მერს საჩუქრად ქართულად ნათარგმნი „ნიზამი გაჯინი“ და აზერბაიჯანულად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად 2010 წელს გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)