19:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 14:17:43, 1479 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.

გიორგი მარგველაშვილის მილოცვა მარნეულში, საზეიმო ღონისძიებების დაწყებისას, ადგილობრივ მოსახლეობას ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო:

„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, გაზაფხულის, ახლის დაბადების, იმედისა და სიყვარულის ზეიმს.

ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები ერთად ვქმნით იმ დოვლათს, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს ქვეყანას: შრომა და შრომისმოყვარეობა - ეს სწორედ ის სიმდიდრეა, რომელიც აზერბაიჯანელ ხალხს ამშვენებს და სამაგალითოა სხვა ერებისათვის. შეგიძლიათ თამამად იამაყოთ ჩვენი საერთო სახელმწიფოს მშენებლობაში თქვენი შრომითა და გარჯით შეტანილი უდიდესი წვლილით.

დღეს მე არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ თქვენს გვერდით ვდგავარ! თუმცა დღევანდელ ზეიმს თან ახლავს მწუხარება ჩვენი თანამემამულის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო, რომლის ნეშტიც გუშინ გადმოასვენეს.

ვიცი, რომ ასე მხარდამხარ დგომითა და შრომით შევქმნით ძლიერ და თავისუფალ სახელმწიფოს! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics