18:42 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 20:32:54, 1609 ნახვა

საზოგადოება
კონსული: ქუვეითში დაკავებული ქართველების მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება არ დასტურდება

საქართველოს კონსულმა ქუვეითში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები მოინახულა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა და წინასწარი დაკავების პირობები დამაკმაყოფილებელია.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა და წინასწარი დაკავების პირობები დამაკმაყოფილებელია და მათ მიმართ  ფიზიკური ძალის გამოყენების ფაქტი არ დასტურდება. დაკავებულებს არ მოუთხოვიათ ექიმის ვიზიტი, უზრუნველყოფილი არიან საკვებითა და წყლით. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ქურდობაში", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 

ცნობისთის, ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ოჯახთან დაკავშირება მოახერხა, აცხადებს, რომ არაადამიანურად ეპყრობიან, სცემენ და მათ უფლებებს არღვევენ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics