00:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 14:13:28, 1400 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: როდესაც ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულს ჩადის, უნდა იცოდეს, რომ ამას რეალური სანქციები მოჰყვება

"მიმდინარე კვირაში ჩვენ მივიღებთ ერთიან და პრინციპულ დოკუმენტს, რომელიც გამომდინარეობს ეროვნული ინტერესებიდან და ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ,  არის საერთო თანხმობა", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ  რეზოლუციაზე განაცხადა.

რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაში ფიგურანტი პირების მიმართ სანქციებს, მდინარაძე განმარტავს, რომ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულში არიან მხილებულები, ბრალდებულები და მსჯავრდებულები, მუშაობა იქნება საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა სავიზო, საბანკო ანგარიშებზე გარკვეულ წვდომასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოხდეს.

"და სხვა ყველა შესაძლო შეზღუდვა, რაც კი შეიძლება იურიდიული თვალსაზრისით საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. ვფიქრობ, რომ ეს არის გარკვეული პრევენციის უზრუნველმყოფელი დოკუმენტი, რადგან, როდესაც ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადის დანაშაულს, მან უნდა იცოდეს, რომ ფორმალური გამოძიების გარდა, იქნება რეალური სანქციები, რომლებშიც დახმარებისა და თანადგომის იმედი ნამდვილად გვაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან", - განაცხადა  მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ რეზოლუციის მიხედვით, მთავრობას ეძლევა გარკვეული ვადა, შექმნას სიასთან დაკავშირებული დოკუმენტი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics