00:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 11:51:06, 1296 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: დეცენტრალიზაცია დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია პირობაა

დეცენტრალიზაცია არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მყარად ჩამოყალიბებული აზრი, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა გაძლიერდეს.

"დეცენტრალიზაცია არის ის მიმართულება, რომელიც არის აუცილებლად გასატარებელი ჩვენი ქვეყნის მიერ. დეცენტრალიზაცია არის არამხოლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის. არამედ, არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის, დემოკრატიული.მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, გავატაროთ რეფორმები ამ მიმართულებით. დეცენტრალიზაციას ესაჭიროება, პირველ რიგში პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ამ სფეროში და მე მოხარული ვარ, რომ ეს ნება არსებობს. არსებობს ძალიან მყარად ჩამოყალიბებული აზრი იმისა, რომ საქართველოში გაძლიერდეს, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა და საქართველოში განხორციელდეს შესაბამისი დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს თანამშრომლობას გაეროს განვითარების პროგრამასთან და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებთან რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საქმეში. ახალი ინიციატივა რომელიც დღეს განიხილეს, მხარს უჭერს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროგრამა 2018 - 2021 წლებში განხორციელდება. მისი მთლიანი ბიუჯეტი 5.5 მილიონი აშშ დოლარია.

ახალი ინიციატივის წარდგენას, მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics