22:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 11:53:19, 1461 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ეს არის იმ პრემიერის განცხადება, რომელსაც აღებული აქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადების კრიტიკა მიუღებელია.

როგორც მან აღნიშნა, ეს განცხადება იყო იმ პრემიერის, რომელსაც აქვს აღებული პასუხისმგებლობა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე.

თალაკვაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება სახელმწიფოს მიზნებთან სრულ თანხვედრაშია:

"არ დაგეთანხმებით იმ  შეფასებებში, რომელიც  პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით გავაკეთეთ პრემიერის განცხადება იყო იმ ადამიანის, იმ პრემიერის  განცხადება, რომელსაც აქვს აღებული პასუხისმგებლობა  ქვეყნის მართვაზე და გუნდთან ერთად ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. ვინაიდან ყველგან ყველაფერი შედეგებით იზომება, გთხოვთ, დავფიქრდეთ იმ პოლიტიკის შედეგებზე, რომელსაც უჭერთ მხარს. შედეგები კი მარტივად ჩანს. ჩვენმა პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ საქართველოს,  მიუხედავად დარღვევებისა, რაც ხდება, მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა და ის, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა",-განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების თაობაზე მოთხოვნა რეზოლუციაში გათვალისწინებული არ იქნება.

"ცალსახად იყო შეფასებული დადებითად საერთაშორისო საზოგადოების  მხრიდან  ყველა ის ფორმატი, რომელსაც საქართველო იყენებს. ვერ და არ მოხდება ამ საკითხის გათვალისწინება",-აღნიშნა თალაკვაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics