17:28 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 13:56:42, 1517 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში დაშავებულები და მათი თანმხლები პირები კვებით, სასტუმროთი და ავიაბილეთებით უზრუნველყოფილი არიან

სათხილამურო ტრასაზე მომხდარის შედეგად დაშავებულები და მათი თანმხლები პირები კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყოფილი არიან, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ხარჯებს ”მთის კურორტების კომპანია” დაფარავს. 

დაშავებულებთან ერთად მუშაობენ ფსიქოლოგებიც. დაშავებული უცხოელი ტურისტები და მათი ახლობლები ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისრტაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ, საძელეს საბაგიროს ხაზი საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა და რამდენიმე ადამიანი გონდოლიდან ჩამოვარდა, რა დროსაც 11 პირი დაშავდა. ინციდენტის შემდეგ ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დასადგენად ქვეყანაში საერთაშორისო ექპერტები ჩამოვლენ. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყორაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics