13:04 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 12:58:40, 1437 ნახვა

ეკონომიკა
Tbilisi Open Air-ის მუსიკალური დირექტორი: ვფიქრობ, Check in Georgia-სთან თანამშრომლობა წელს განსაკუთრებით დაგვეხმარება

„მიმდინარე წელს Check in Georgia-სთან თანამშრომლობის პირველი წელია და ვფიქრობთ, კარგად შევასრულებთ იმ მისიას, რაც საქართველოს მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე გამოჩენაა, - ამის შესახებ Tbilisi Open Air-ის მუსიკალურმა დირექტორმა დავით ცინცაძემ Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, Tbilisi Open Air წელს ივნისში გაიმართება, თუმცა კონკრეტულ თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„Tbilisi Open Air განაგრძობს  ჩვეულ სვლას იმ მიმართულებით, რომ იყოს კავკასიის ყველაზე დიდი ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი. „ჩექინ ჯორჯიასთან" წელს თანამშრომლობის პირველი წელია და ვფიქრობთ, კარგად შევასრულებთ იმ მისიას, რაც საქართველოს მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე გამოჩენასა და სათანადო ადგილის დაკავებას გულისხმობს. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით დიდი ნაბიჯები და ვფიქრობ, Check in Georgia-სთან თანამშრომლობა წელს განსაკუთრებით დაგვეხმარება", - აღნიშნა დავით ცინცაძემ

Check in Georgia წელს 300-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიებას მოიცავს.  წლევანდელი Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა.  ჩექინს შემოუერთდნენ ოუფენ ეარი, 4 GB და ა.შ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics