21:09 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 12:28:10, 1817 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: რეზოლუციის ტექსტის 95%-ზე ფაქტობრივად შეთანხმებული ვართ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმედს გამოტქვამს, რომ ტატუნაშვილი საქმეზე რეზოლუციას ოპოზიციასთან თანამშრომლობით მიიღებენ.

როგორც სესიაშვილმა განმარტა, აღნიშნული რეზოლუცია სჭირდება ქვეყანას და არა, რომელიმე პოლიტიკურ ძალას.

"შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ჩვენ ერთ რეზოლუციას ყველა ერთად დავუჭერთ მხარს. ეს სჭირდება ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. რაც შეეხება იმ მცირე დეტალს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენს შორის განსხვავება, არამგონია, რომ ის წარმოადგენდეს ისეთ ღირებულ პრინციპს, რომლის გამოც ოპოზიციამ უარი უნდა განაცხადოს საერთო რეზოლუციის მხარდაჭერაზე. უდიდეს ნაწილზე, რაც არის ტექსტის 95% - ჩვენ ფაქტობრივად შეთანხმებული ვართ. სულისკვეთება არის ის რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას სჭირდება. რაც შეეხება ერთ დეტალს აქაცც შესაძლებელია მსჯელობა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics