11:23 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 13:43:45, 1975 ნახვა

ეკონომიკა
მიქაბაძე: საქართველოში 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა

2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129.6 პროცენტიანი ზრდა (401.9 მლნ. აშშ. დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. 

მიქაბაძის განცხადებით, რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, 

მისი შეფასებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდასა და პოზიტიურ მოლოდინებზე ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.
(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
Bloomberg: ტრამპმა შეწყვიტა რუსეთის ბრძოლის ველზე გამარჯვების რწმენა
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics