13:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-10 17:07:05, 2057 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაწყებამდე ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ბრიუსელში შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ მხრივ მხარეებმა ნატოს-ს მომდევნო სამიტი განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს და კონგრესმენებს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნატო-ს 2018 წლის სამიტზე საქართველოს საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით იყოს წარმოდგენილი. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი,  პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics