13:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 18:32:02, 1573 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი გალერეაში“ ახალგაზრდა პიანისტების კონცერტი გაიმართა

8 მარტს,  თიბისი გალერეაში ცნობილი  ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას"  ახალგაზრდა მუსიკოსების  კონცერტი გაიმართა. 

კონცერტზე  კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვამ, 12 წლის თათია მგალობლიშვილმა, 13 წლის ბარბარე ჩხაიძემ, 14 წლის ილია ლომთათიძემ და 14 წლის ბარბარე თათარაძემ შეასრულეს.

''თიბისი'' ბანკი უკვე მრავალი წელია საქველმოქმედო  ფონდ ''ლირას'' გულშემატკივრობს, რომელიც 2013 წელს  გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ბოლქვაძემ დაარსა. 

ფონდის   ხელშეწყობით, ახალგაზრდა ვირტუოზები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საზღვარგარეთ, მასტერკლასებსა და პრესტიჟულ გალა კონცერტებში  და უკვე დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს.

ბარბარე თათარაძე  ჰოლანდიის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა და დიდი წარმატებით წარსდგა მსმენელის წინაშე  ამსტერდამის ცნობილ დარბაზ - კონცერტგებოუში. მის ლაივ-კონცერტს ხშირად  აშუქებს ფრანგული არხი MEZZO.

ილია ლომთათიძემ ასტანის საერთაშორისო კონკურსზე  პირველი ადგილი დაიკავა და უკვე მრავალი მოწვევა აქვს  რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ, საერთაშორისო ფესტივალებზე. 

ანაჰიტ სტელმაშოვამ კი 2017 წლის ბათუმის ფესტვალის ფარგლებში გამართულ კონკურსზე მოიპოვა ფონდ SOS Talents-ის გრანპრი.

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics