|
2015-05-17 14:42:12, 2594 ნახვა
სპორტი
თამარ კორძაიას შეფასებით, დღეს სახელმწიფომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა შეძლო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ კორძაიას, განცხადებით, დღეს სახელმწიფომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა შეძლო. ამის შესახებ კორძაიამ "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს განუცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ადამიანის ღირსება და თანასწორობა დაიცვას. "დღეს სახელმწიფომ დემონსტრირება გააკეთა, რომ შეუძლია ადამიანების უფლებების დაცვა, და ცხადია, მათ შორის ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა, თუმცა, ვფიქრობ, რომ უფრო მეტი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ყველა ადამიანი ქვეყანაში თავს გრძნობდეს თანასწორად და არ იყოს დისკრიმინირებული.ჩემი აზრით, ყველა ადამიანს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს გვიწერია საქართველოს კონსტიტუციაში, და უნდა აღვასრულოთ ამ უფლების განხორციელება, მაგრამ ამასთანვე, უფრო მეტია გასაკეთებელი როგორც სახელმწიფოს, ასევ საზოგადოების მხრიდან, რომ ტოლერანტულები ვიყოთ",-განაცხადა თამარ კორძაიამ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ლგბტ აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, მათ გამოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "შევიცვალე სქესი, შემიცვალე საბუთი", "გამოხატვის თავისუფლება, ჩემი უფლებაა", სიძულვილი არჩევანია, ორიენტაცია არა", "17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა", "დავიცვათ ყველას უფლებები 17 მაისს", "ყველა თანასწორია". ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)