|
2015-05-17 10:58:36, 377 ნახვა
საზოგადოება
ჩოხატაურში ხილის გადამამუშავებელი საწარმო შენდება
1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ჩოხატაურში, - მშენებარე ქარხანაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა. პროექტს, 400 000 აშშ დოლარის სახელმწიფო თანადაფინანსებითა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით, შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ახორციელებს. პრემიერმა ჩოხატაურელებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საწარმოს მფლობელი, ზურა ჩხაიძე, ყველა რეგიონში უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. „ხილის გადამამუშავებელი საწარმო ჩოხატაურში პირველია. მოსახლეობას წლების განმავლობაში არ შეეძლო ხილის რეალიზაცია და მოსავალი ლპებოდა. ეს საწარმო კი ხილს მოსახლეობისგან ჩაიბარებს და ჯემებს, მურაბებს აწარმოებს. პროდუქცია მოემსახურება, როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე გავა ექსპორტზე. სწორედ ეს არის მთავარი, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საწარმო ექსპლუატაციაში ივნისის ბოლოს შევა და სხვადასხვა ხილის ჯემებს, მურაბებსა და ტყემალს აწარმოებს. პირველ წელს 308 ტონა მზა პროდუქციის, ხოლო მეორე წელს - 462 ტონის წარმოება იგეგმება.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)