|
2018-02-28 17:26:14, 1351 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, რომელშიც ჩართული იყო დევნილი მოსახლეობა, ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები. ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო გარემოს დაცვის კუთხით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. საუბარი შეეხო აზიური ფაროსანასა და ამერიკული თეთრი პეპლის მიერ გარემოსა და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს, ასევე კოლხური ბზის მდგომარეობას. აღინიშნა სპეციალისტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხის შესწავლის აუცილებლობა, რადგან ხშირ შემთხვევაში მოსავლიანობის კლების ერთ-ერთი მიზეზი არასწორი მოვლაა. ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად აფხაზეთის ტერიტორიაზე ისეთი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რომელშიც თანაბრად იქნებიან ჩართული აფხაზი და ქართველი სპეციალისტები. „მეტად მნიშვნელოვანია, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ 2018-2021 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებში მაქსიმალურად იყოს ჩართული საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა, რადგან ეს პირდაპირ აისახება დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)