05:54 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 12:01:34, 2078 ნახვა

საზოგადოება
მოვაჭრეების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის შენობა დაზღვეული არ იყო

მოვაჭრეების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის „ქალაქის გული“ შენობა დაზღვეული არ იყო.

როგორც ისინი აცხადებენ, პროდუქცია ზოგიერთ მათგანს ინდივიდუალურად ჰქონდა დაზღვეული.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მოვაჭრეების თქმით, ობიექტი კარგად იყო დაცული და სადენებიც ახლახანს შეცვალეს, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.

მოვაჭრეების ნაწილი ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე საუბრობს და ამბობს, რომ ობიექტით გარკვეული პირები იყვნენ დაინტერესებული.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ობიექტის მფლობელი მუხრან ბაგრატიონი მივიდა, თუმცა მას ჯერჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. შედეგად, სავაჭრო ცენტრის მეორე და მესამე სართული სრულად განადგურდა. სულ დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველები ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics