05:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 21:19:29, 1807 ნახვა

საზოგადოება
ტატუნაშვილის ახლობლებმა ნატახტარში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის  ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. შესაბამისად, ადგილზე მოძრაობა პარალიზებულია. მანამდე ისინი აქციას მართავდნენ მცხეთა-სტეფანწმინდის საავტომობილო  გზაზე, სადაც მობილიზებული იყო სამართალდამცველები.

როცა აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა დააპირეს, სამართალდამცველები მათ შეეწინააღმდეგენ, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე, ინციდენტი მოხდა დავით ქაცარავასა და უმრავლესობის წევრ დიმიტრი ხუნდაძეს შორის. ქაცარავა ითხოვდა, არ შეეშალათ ხელი აქციის მონაწილეებისთვის. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს  კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე დღეს  უარი თქვა.

ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics