05:54 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 19:48:46, 1727 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია კომპანია „ბადაგონის" ამჟამინდელ მფლობელს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია კომპანია „ბადაგონის" ამჟამინდელ მფლობელ გიორგი სალაყაიას შეხვდა.

შეხვედრაზე კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ბადაგონი" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო და სერიოზული კომპანია ექსპორტის თვალსაზრისით.

„პირველ რიგში აუცილებელია, რომ კანონის უზენაესობა იყოს დაცული. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ პრინციპების დაცვით, დარწმუნებული ვარ, სიმართლე დადგინდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით დავის მეორე მხარესაც მოუსმენენ.

„ბუნებრივია ვერ შევალთ კერძო დავაში, ეს არც კომიტეტის და არც ჩემი პრეროგატივა არ არის. მთავარია ჩვენ მოვისმინოთ ორივე მხარის მოსაზრებები და კოპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული და მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics