|
2018-02-23 19:50:34, 2316 ნახვა
საზოგადოება
მერია: შპს „ელფი“ ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა
თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მიეცათ მითითება, შპს „ელფის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმართონ შესაბამის ბანკს და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გამოითხოვონ. ამის შესახებ თბილსის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. მერიის ცნობით, საქმე ეხება შპს „ელფსა“ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რომელიც ითვალისწინებდა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფას. „როგორც დადგინდა, შპს „ელფი“ ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების გამო, კომპანიას არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რაც ჯამური თანხის 3%-ს შეადგენს და ის მთლიანად ჩაირიცხება საბავშვო ბაგა-ბაღების საბანკო ანგარიშზე. შიდა აუდისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მითითების შესაბამისად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას 27 თებერვლამდე გამოითხოვენ. შპს „ელფი“ მომსახურებას თბილისის 171 ბაგა-ბაღს 2017 წლის 18 სექტემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით უწევდა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა ჯამში 409 ათას ლარს შეადგენს“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)