04:30 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 17:02:35, 2213 ნახვა

საზოგადოება
სოსო გიორგაძემ და თამარ ჟვანიამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სსგს) თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და მისი მოადგილე მამუკა სამხარაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავებისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესთან დაკავშირებული საკითხების, არსებული საჭიროებების გაანალიზებისა და პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვის მიზნით გაიმართა.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის საკითხები განიხილეს და ეფექტური ადმინისტრირების გზებზე იმსჯელეს.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და სსგს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ხაზგასმით აღნიშნეს უწყებებს შორის უკვე არსებული კარგი თანამშრომლობის ფაქტი და მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობა ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავებისა და სიების ფორმირების პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics