17:52 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 14:30:22, 1330 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე მუხთარლის საქმეზე: უმრავლესობა მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს ხელს აფარებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერს აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რითაც „მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს ხელს აფარებს“.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, უმრავლესობას არ სურს მუხთარლის საქმის გამოძიება, რადგან კარგად იციან, რომ საქართველოს ხელისუფლების დანაშაული გამოიკვეთება. 

„თქვენ ახსენეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის მოთხოვნა, ასევე იცით, რომ პირველივე დღიდან, როგორც კი გამოჩნდა მთავრობის დამოკიდებულება ამ დანაშაულის მიჩქმალვის მხრივ, ჩვენც  მოვითხოვდით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და კარგია, რომ ამას დაემატა არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ზეწოლა ამ კუთხით ძალიან დიდია საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომ ასეთი კომისია არ შეიქმნება. ფაქტობრივად უმრავლესობა  ხელს აფარებს მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს. რეალურად, მათ არ უნდათ გამოძიებული იქნას ეს საქმე, ვინაოდან იციან, რომ ამაში დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება. როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ ვითარებაში (ელენე ხოშტარიას მიმართავს)?“,-აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ მუხთარლის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics