|
2018-02-20 10:07:02, 1548 ნახვა
საზოგადოება
ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ქართულ ღვინოზე წიგნს წერს
ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წიგნს წერს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილი ღვინის პროფესიონალი ერთ თვეზე მეტია საქართველოში იმყოფება და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საოჯახო ტიპის მარნებსა და ღვინის საწარმოებს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ლიზა გრანიკი ეწვია კახეთს, იმერეთს, გურიას, სამცხე-ჯავახეთს, ქართლს, ასევე აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე გაშენებულ ვენახს. საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ლიზა გრანიკი შიდა ქართლს, კერძოდ ატენის ხეობას ესტუმრა, დაათვალიერა რამდენიმე საოჯახი მარანი და დააგემოვნა ადგილობრივ ღვინოები „თავკვერი", „ატენური", „ჩინური", „გორული მწვანე" და სხვა. ლიზა გრანიკის თქმით, იმისათვის, რომ ქართული მეღვინეობის უდიდესი პოტენციალის შესახებ მსოფლიოს საზოგადოებამ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოს, აუცილებელია ბევრი ინგლისურენოვანი ნაშრომის მომზადება და წიგნებად გამოცემა. „რამდენიმე წელია აქ ჩამოვდივარ, ბოლო თვეების განმავლობაში კი განსაკუთრებით ხშირად, რადგანაც მინდა დავწერო ცნობარის ტიპის წიგნი ქართულ ღვინოზე, რომელიც გეოლოგიური და ისტორიული საფუძვლებით ასახავს იმ მახასიათებლებს, რომლებიც თითოეული ქართული ღვინის წარმომავლობას განასხვავებს. ვიცი, რომ საქართველო ახლა ცდილობს გაიგოს თუ სადაა მისი ისტორია, რომელიც არა ასწლეულებს, არამედ ათასწლეულებს მოიცავს გეოლოგიური ისტორიისა და კულტურის და ღვინის დაყენების ტრადიციების თვალსაზრისით" - აღნიშნა მან. ლიზა გრანიკის ორგანიზებით, ბოლო წლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში (კომპანია„Tastingwork"), საქართველოში ღვინის პროფესიონალების არაერთი ვიზიტი განხორციელდა, აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში კი ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა.
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)